ნანა მესხი – დაიბადა თბილისში 21 მარტს.
რამდენიმე პროფესია აქვს, ზოგადად მრავალმხრივ გამორჩეული ადამიანია, ნანა ინჟინერ-მექანიკოსია, ასევე ელექტრო სოლო გიტარისტი, ეკონომისტი და ფრანგული ენის სპეციალისტი.
ამბობს რომ მისი ოჯახური მდგომარეობა სიანტერესოა…
3 წლიდან მღერის, 5 წლიდან გიტარაზე უკრავს, გადაღებულია მუსიკალურ ფილმში „მოვდივართ და მოვიმღერით”, ანსამბლის „მზიური” ერთ-ერთი თაობა გახლდათ, ტექნიკური უნივერსიტეტის კვარტეტის წევრი, 500-ზე მეტი სიმღერის ავტორი (რიგ შემთხვევებში, ტექსტისაც), გამოცემული აქვს 2 საავტორო დისკი „
ფარვანა” და „
დავდივარ და დაგეძებ”.
სიმღერას „დავდივარ და დაგეძებ”, რომლიც ტექსტიც ნანა მესხს ეკუთვნის, 2018 წელს იუბილე აქვს – 30 წლის გახდა! ეს სიმღერა არაერთხელ იყო წლის საუკეთესო სიმღერა.
ჰიტები:
„ფარვანა”, „დავდივარ და დაგეძებ”, „აღმა-დაღმა”, „ჩემო ავლადიდებავ”, „ჰარალე”, „თბილისს” და სხვა.
საავტორო საღამოები:
- თბილისი – თეატრი ფაბრიკა
- ბათუმი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
- ქუთაისის მესხიშვილის სახელობის პროფესიული თეატრი
წინ ტრადიციულად ბევრი გეგმა აქვს მათი განხორციელება დაიწყო კიდეც. მუსიკა მისთვის ცხოვრებაა და სათქმელის გამოხატვის საუკეთესო საშუალება .