ნატო მეტონიძე

ნატო მეტონიძე –  დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს

1977 წლიდან საბავშვო ანსამბლ „მზიურის” მესამე თაობაში მღეროდა, სკოლის დამთავრებამდე.

სწავლობდა თბილისში პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მისი სტუდენტობის პერიოდში ნატომ და ორმა მზიურელმა გოგონამ ჩამოაყალიბეს ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″, სადაც ნატო რამდენიმე წელი წარმატებით მოღვაწეობდა.

კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსის შემდეგ  დაიწყო სოლო კარიერა, მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში „სლავური ბაზარი”, სადაც მე-3 ადგილი მოიპოვა.

2003 წელს მიიღო „წინანდლის პრემია“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის მიხედვით განხორციელებულ პროექტში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი” ნიკა მემანიშვილთან ერთად, რომელმაც აღაფრთოვანა ქართველი საზოგადოება.

განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი შესრულებული „საით მიდიხარ“ სპექტკლიდან „ხანუმა“.

2010 წლიდან ასრულებს მარიას როლს დავით დოიაშვილის მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”.( მუსკომედიის თეატრი )

მას სხვადასხვა დროს ნამღერი  აქვს სიმღერები ლიზა ბაგრატიონთან, უცნობთან, დათო გომართელთან და სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად.

გამორჩეულია მისი შესრულებული „ყვითელი ფოთლები“, „საით მიდიხარ“,  „რა კარგი ხარ“ და “განთიადი“.

ნატო მეტონიძეს მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკოსმა სტინგმა მელოდია აჩუქა, რომელიც ერთ-ერთ ჯაზფესტივალზე შეასრულა ცნობილ მესაყვირე კრის ბოტთან ერთად, ეს მელოდია კრის ბოტის ალბომშიც შევიდა, ასევე შესრულდა სიმღერა „მიმინო“.

დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში ასევე საქველმქომედო ტიპის საღამოებში, საქართველოში და საზღვარგარეთ.

რეკლამა: 0:05