ნეკა სებისკვერაძე

ნეკა სებისკვერაძე – დაიბადა 1984 წლის 9 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დაქორწინებული.

დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა, ევგენი მიქელაძის საკრავიერი კოლეჯი საფორტეპიანო კლასი, ი.ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროფესიით ჟურნალისტი. მისი, როგორც მომღერლის სასცენო დებიუტი 6 წლის ასაკში შედგა,სატელევიზიო დებიუტი 9 წლის ასაკში გადაცემა “ალიონში” მუსიკათმცოდნე ქალბატონ მაია დათუნაშვილის რუბრიკაში შედგა. ხოლო აქტიური შემოქმედებითი პერიოდი 13 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტის წოდება მიენიჭა. ამ მომენტიდან მუსიკა მისი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.

ნეკა სებისკვერაძეს გამოცემული აქვს ალბომები: „დებიუტი”, „ნეკა”, „უსიტყვოდ”, ასევე სინგლები „აკატონბო” და „მზიანი ღამე”. მომღერლის რეპერტუარში ჭარბობს ქართული ლირიკული მუსიკა, ბალადური ჟანრის სიმღერები და რომანსები. იგი ცდილობს არ უღალატოს მუსიკალურ მიმდინარეობას, რომლითაც მსოფლიო სამუსიკო სივრცეში ქართველები თვითმყოფადობას ინარჩუნებენ. იგი თანამშრომლობს სხვადასხვა თაობის ქართველ კომპოზიტორებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწევა საგასტროლო მოღვაწეობას.

გარდა შემოქმედებითი საქმინობისა, ნეკა სებისკევერაძე ჩართულია აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რისთვისაც მინიჭებული აქვს არაერთი სიგელი, მათ შორის დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია ქართველ ხელოვანთა თანადგომისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, მსოფლიოს ქართველთა და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის საპატიო დიპლომი – ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, საქართველოს ღირსების ორდენი, გაეროს ბავშვთა ფონდის “კეთილი ნების დესპანის” წოდება და სხვა.

წლების გნმავლობაში გახლდათ თბილისის მერიაში კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავჯდომარე.

მუშაობდა ისრაელში, ქართულენოვან ტელეარხ “GTV- ჩვენს არხზე” მუსიკალურ რედაქტორად და ასევე მქონდა ორი საავტორო გადაცემა, რომლის წამყვანიც თავად გახლდათ.შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას მუშაობა დაიწყო რადიო “უცნობში” ჰქონდა საავტორო გადაცემა “ჩვენებური ამბები”,
შემდეგ იყო საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებელი დილის გადაცემის “ახალი დღის” წამყვანი .

მნიშვნელოვანი პროექტები: პირველი ალბომი „დებიუტი”, მეორე ალბომი „ნეკა” მესამე ალბომი „უსიტყვოდ”, სინგლი „აკატონბო”

1994წ. ქ.თბილისი – ბავშვთა სიმღერების კონკურსი „გრან–პრი“

1994წ. ქ.თბილისი – ფესტივალი „ცისფერი სიმები“ – ლაურეატი.

1994წ. ქ.ბორჯომი – I საერთაშირისო ფესტივალი „ბროლის ნაძვი“- ლაურეატი.

1995წ. ქ.ბათუმზე შექმნილი სიმღერების I ფესტივალი „ბათუმის
ტრუბადურები“- მაყურებელთა სიმპათიის პრიზი.

1997წ. ქ.თბილისი – გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილი
ფესტივალი „ღვინობისა“- დიპლომატი.

1998წ. გამოვიდა პირველი ალბომი კომპაქტ დისკებსა და აუდიო
კასეტებზე სახელწოდებით „დებიუტი“, რომელშიც შევიდა 10 სიმღერა.

1999, 2000, 2001, 2003 წლების საქართველოს პრეზიდენტის სახელობის
სტიპენდიანტი.

2000წ. ფესტივალი „სტუდენტური პაემანი“ დიპლომი ქართულ
საესტრადო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის.

2000წ. ფესტივალი – „წლის სიმღერა“ გამარჯვებული სიმღერა „წვიმს“.

2000წ. ი ა პ ო ნ ი ა – საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი,
9 კონცერტი იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.

2001წ. ფესტივალი „მეგა“ – ნომინაციაში „წლის საყვარელი
მომღერალი“.

2001წ. „სტუდენტური ფესტივალი 2001“ – დიპლომი.

2001წ. ქართული სიმღერის ფესტივალი “სულიკო” – დიპლომი ნომინაციაში
წლის პოპულარული ჯგუფისა და სოლო შემსრულებლის ერთობლივი
დუეტი.

2001წ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

2001წ. ისრაელის საელჩოსა და ბიზნეს პალატისა მხარდაჭეით გამოვიდა მეორე
ალბომი სახელწოდებით “ნეკა”

2001წ. ი ს რ ა ე ლ ი – ტერორიზმის წინააღმდეგ გამართული კონცერტი
იერუსალიმში.

2002წ. კონცერტები ა.შ.შ.-ში ნიუ –იორკი და ფილადელფია

2003წ. გაეროს ბავშვთა ფონდი – “არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ”
კამპანიისათვის გაწეული თანადგომისათვის კამპანიის “კეთილი ნების
დესპანის” საპატიო წოდება

2003წ. ფესტივალი “წლის სიმღერა – 2003” დიპლომი სიმღერისათვის
“ღიმილი მომინდა”

2003წ. მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ქსელი
“იუნესკო” – დიპლომი – “ბავშვთა უფლებათა კვირეული ჩვენ
ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ” წარმატებით
მონაწილეობისათვის.

2004წ. ბორჯომის ბავშვთა ფედერაცია – საპატიო სიგელი.

2004წ. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტი –
დოპლომი – საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და შემეცნებით-
შემოქმედებით პროექტების განხორციელებაში გაწეული
თანადგომისათვის.

2004წ. „მუსიკისა და კინოს ფესტივალი“ დიპლომი ნომინაციაში „უცხოეთში
ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის“.

2005წ. შეხევდრა ცნობილ შანსონიე შარლ აზნაურთან.

2005წ. გამოიცა რიგით მესამე ალბომი “უსიტყვოდ” რომელშიც შევიდა
ათი სიმღერა.

2006წ. ს ა ბ ე რ ძ ნ ე თ ი – საკონცერტო გასტროლი ათენსა და სალონიკში.

2006წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი – საერთაშორისო სიმღერის კონკურსს “ევროვიზია 2006”-ის პირდაპირი ეთერის ტრანსლიაციის წამყვანი.

2006წ. ს ა ბ ე რ ძ ნ ე თ ი – ნეკა სებისკვერაძისა და მერაბ სეფაშვილის საკონცერტო გასტროლი ქართველი ემიგრანტებისათვის ათენში და სალონიკში.

2006წ. უ კ რ ა ი ნ ა – უკრაინის ქართველთა ასოციაციის მიწვევით, ქ.კიევში გაიმართა ქართული საგანმანათლებლო ცენტრის 10 წლის საიუბილეო კონცერტი.

2007წ. პროექტი „საუკუნის ავტოგრაფი“.

2007წ. ისრაელი, საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” აქცია თელ ავივის ოპერის თეატრში.

2007წ. იაპონია, ევრაზიის ქვეყნების საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი, კონცერტები ქალაქებში: ოსაკა, კიოტო, ვაკაიამა.

2007წ. გერმანია, დუსელდორფი ჩაწერები სტუდია “son-x”-ში, გიტარის John c. Marshal – თან ერთად და მის ბენდთან ერთად.

2007წ. გერმანია, ფრანკფურტი – ქალაქის მერიის კულტურათა პატივისცემის დღეები, სოლო კონცერტი ფრანკფურტის ინტერნაციონალურ თეატრში.

2007წ. გერმანია, მიუნსტერი- გერმანულ ქართული სახლ “ფესვების” გახსნა, სოლო კონცერტი.

2007წ. ბორჯომის ბავშვთა ფედერაცია – კეთილი ნების დესპანის წოდება.

2007წ. პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღირსების მედლის კავალრის წოდებით აჯილდოვებს.

2008. საარბრუკენი, „alt stadt fest

რეკლამა: 0:05