ნინო ძოწენიძე

ნინო ძოწენიძე – დაიბადა ქუთაისში 1980 წლის 24 აპრილს .

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტუროლოგიის განხრით.

ნინო ბავშვობიდან  ნიჭიერი მომღერალი  და არტისტი გახლდათ.  მისთვის მუსიკა გახდა  ცხოვრების მოტივაცია, რამაც განაპირობა  მისი მომავალი. მან დაამთავრა მუსიკალური სკოლა და პროფესიონალი მევიოლინეა. ნინო ბევრი მუსიკალური კონკურსის მონაწილეა.

8 წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლში „ტეტრაქორდი“, პარალელურად ცეკვავდა.

14 წლის ასაკში კონცერტი ჰქონდა იუნესკოს დარბაზში.

18 წლამდე ქალაქ ქუთაისში ცხოვრობდა. ქალაქი, რომელიც მუსიკოსების სამჭედლოა და მრავალი ნიჭიერი ადამიანი გაიზარდა მის ქუჩებში.

3 წლის განმავლობაში მღეროდნ ჯგუფში „დეა მიქსი“.

შემდეგ კი სოლოკარიერა დაიწყო მისი მეუღლის, გიგა კუხიანიძის თხოვნით, რომელიც ცნობილი პროდიუსერია.

2004 წელს ჩაწერა სიმღერა „ვერ მოხვალ“,  რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღო და 2006 წელს  „შინამანეკენა“. სიმღერა, რომელიც 3 დღეში პოპუალარული გახდა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღეს.

გამოშვებულია სინგლი – „შინამანეკენა“.

ასევე გადაიღო კლიპი სიმღერაზე „არ დაიძინო“ და „ რა ვუყო გულს“,  რომლითაც კიდევ ერთხელ დაიპყრო მსმენელის გული.

მუშაობს ახალ სიმღერაზე, რომლის კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძეა.

დაიწყო ასევე მუშაობა ახალ პროექტზე ბენდთან ერთად,  რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

რეკლამა: 0:05