ნუნუ გაბუნია

ნუნუ გაბუნია – დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს, თბილისში.

ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი.

1970 წელს-თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; ნუნუ გაბუნიას მრავალი  სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული.

1961–1968 წლებში მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად;

1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი;

შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა „შემოდგომიდან გაზაფხულამდე” ,ოპერეტა „ნანა მღერის სიყვარულზე”, საესტრადო სიმღერები,  რომლებიც ჰიტებად იქცა – „მეორე ლეგენდა”, „იავნანა”

, „სიმღერა თბილისზე”, „საახალწლო”,  „სიმღერა სამშობლოზე”,  „სიმღერა იეთიმ გურჯზე”,  „სალაღობო”,  „ჩემი თბილისი”,  „10 ლირიკული სიმღერა”,  „4 სიმღერა საქართველოზე” ,  „6 ლირიკული სიმღერა”,   ასევე შექმნილი აქვს მრავალი  საბავშვო სიმღერა.

დაწერა მუსიკა სპექტაკლებისათვის: თბილისის თოჯინების თეატრი, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი,  ქ. თელავის დრამატული თეატრი, ქ. ახალციხის დრამატული თეატრი.

ასევე შექმნა მუსიკა ანიმაციური ფილმებისათვის: „მონადირე”, „ლურჯა”, „სახლობანა” და  „ბულბულის იუბილე”.

2012 წელს კომპოზიტორს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.