პანჩო

პანჩო ( ლევან მგალობლიშვილი ) – დაიბადა 1966 წლის 8 მაისს, თბილისში.

სცენაზე გამოვიდა 1995 წელს. მღერის მხოლოდ საკუთარ სიმღერებს (საკუთარ ტექსტებზე); გამოშვებული აქვს ალბომები: „ხვალ”(1998), „რომ მქონდეს ფრთები”(2001); და „იყავი გიჟი“, ალბომი რომელიც დასრულებულია და მალე იხილავს მზის სინათლეს.

მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარულია „უბერავს ქარი“, რომლითაც პირველად გამოჩნდა მსმენელის წინაშე, შემდეგ იყო „ცაში ახედე“, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სინგლად რჩება ქართულ საესტრადო ჟანრში, ფაქტობრივად მისი მთელი შემოქმედება ჰიტია, რადგან პანჩოს დამახასიათებელი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა აქვს.

მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მისი მუსიკისა და ელექტრონული ჟანრის სინთეზს გულისხმობს, ასევე დაგეგმილია სოლოკონცერტი კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

  • თბილისის ჯაზფესტივალი “კამერტონი”, სიგელი “მაყურებლის სიმპათია”
  • თბილისის ჯაზფესტივალი “კამერტონი”, I ადგილი (საუკეთესო მელოდიისთვის)

 

რეკლამა: 0:05