ქართული ხმები ( უმცროსი თაობა )

ასნამბლი „ქართული ხმები” (უმცროსი თაობა)  – ანსაბლმა მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო „უნივერსიტეტის“ სახელით (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გამოჩენისთანავე დაიპყრეს მმენელის გული, რადგან მათი ხმების საოცარმა შერწყმამ  ბევრი ახალგაზრდა „მოწამლა“ ქართული სიმღერით.

2000 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი – „გაზაფხულდა აყვავილდა  ნუში“ + დვდ

2002 წელს  მეორე ალბომი – „მიწა და ზეცა”

2004 წელს უფროსი ქართული ხმების პირველმა ხმამ ზაურ ბოლქავაძემ  ბიჭებს სიმბოლური გასაღები გადასცა და ანსამბლს „ქართული ხმები“ დაერქვა. მას მერე ამაყად აგრძლებენ მამების დანატოვარს და მათი ხმის წყალობით, საქართველოს მრავალჯერ დაუკრა ტაში მსოფლიომ.

2005 წელს გამოვიდა ალბომი – „ქართული ხმები“.

2007 წელს – „ქართული ხმები“.

2013 წელს ჩაიწერა ალბომი ბრავო რექორდსში და 27 დეკემბერს „ბრავო რექორდსის” სტუდიაში გაიმართა ანსამბლი „ქართული ხმების” ახალი თაობის 15 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ახალი CD ალბომის პრეზენტაცია. ამ ალბომზე „ბრავო რექორდსის” გუნდი 2 წლის განმავლობასი მუშაობდა. პრეზენტაციაზე ექსკლუზიურად სტუმრებისათვის (ალბომში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და სპონსორები) ანსამბლმა ცოცხალი ბენდის თანხლებით შეასრულა ორი მუსიკალური ნაწარმოები ახალი ალბომიდან.

რადგანაც ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება მასში შედის ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიდაც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკალური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ალბომის ჩაწერებზე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია .

ალბომს მოყვა სოლოკონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტზე შესრულდა ოცამდე მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და „ბრავო ბენდის” თანხლებით. კონცერტის რეჟისორი დავით საყვარელიძე გალხდათ.

„ქართული ხმები” უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები დაჯილდოვებულნი არიან ღირსების ორდენებით. 15 წლის განმავლობაში ანსამბლს საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: Bobby McFerrin, ქეთი მელუა, TAKE 6 და ა.შ.

2006 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო სტუდია, სადაც ასეულობით მოზარდი ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვთ ხუთი CD და ორი DVD ალბომი, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ გაყიდვად ალბომებად ითვლება.

2005 წელს  გრანდიოზული კონცერტი ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზ მილენიუმში.

2006 წელს  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ანსამბლის შესახებ.

2006-2010 წლებში ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობდა პროექტი „ სიმღერის კვალდაკვალ“ (პროექტის ავტორი ანსამბლის წვერი  კახა გრიგალაშვილია ), რომლის წყალობითაც უამრავი ხალხური და ფოლკლური სიმღერის ჩანაწერი გაჩნდა და დარჩა ახალ თაობებს.

მუდმივად აქვთ მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მონაწილეობას იღებენ  საქართველოს დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში საზღვარგარეთ და აცნობენ ქართულ კულტურას .

ერთ ერთი დასამახსოვრებელი პროექტი ქართველი მაყურებლისთვის ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებთან“ ერთად განახორციელეს, ბილეთები პირველივე დღეებში გაქრა სალაროებიდან, აღნიშნული პროექტი ორი წლის განმავლობაშ მიმდინარეობდა.

ანსამბლის ზოგიერთი წევრი სოლო კარიერასაც ეწევა და ასევე ჯგუფის წევრებმა შექმნეს ქართლი ხმების კვარტეტიც.

2014 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“, ქართული ხმების კვარტეტმა „რადიო ფორტუნას რჩეულის” ჯილდო დაიმსახურა.

2015 წელს „ოქროს ტალღა“ გადაეცათ ნომინაციაში „წლის დუეტი“–  ანსამბლი „ქართული ხმები“ და ნიაზ დიასამიძე, „ბეჩა ყირამალა“;

2016 წელს „ოქროს ტალღა“ გადაეცათ ნომინაციაში  – „წლის ანსამბლი” .

2017 წელს „ოქროს ტალღა“ გადაეცათ ნომინაციაში – „წლის ანსამბლი“.

ანსამბლის წევრები:

კახა გრიგალაშილი

დათო კიკაბიძე

გიგა აბესაძე

გივი ბაკურაძე

ზურა ბაკურაძე

დათო უგრელიძე

იასონ მეუნარგია

ლევან ვეშაპიძე