„ქართული ხმების“ დაარსების ოფიციალურ თარიღად 1986 წელი ითვლება, თუმცა მისი დამფუძნებელი წევრების უმეტეს ნაწილს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. ისინი ჯერ კიდევ 1979 წლიდან ერთად მუშაობდნენ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო სახელმწიფო კომიტეტში. ამის გამო მათ საკმაო ხანს „ჟურნალისტებს” ეძახდნენ.
1992 წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რ. გოგოლაშვილი. ამავე წლიდან ანსამბლი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: გ. ჭირაქიძე, დ. აბესაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გ. დოლიძე, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, დ. გოგიაშვილი, ზ. ლოლაძე, ზ. ბოლქვაძე, მ. თალაკვაძე, გ. ჭოჭონაძე, რ. გოგოლაშვილი.
1991 წლიდან ანსამბლს ფრანგი იმპრესარიოს თხოვნით დაერქვა
„ქართული ხმები“ და ამ სახელით დაიწყო ანსამბლის აღმასვლა.
1991 წლიდან დღემდე ანსამბლი ამ სახელით ატარებს კონცერტებს და თანდათან იპყრობს მსოფლიოს ცნობილი ქალაქების საკონცერტო დარბაზებს.
საკმაო ხანს ანსამბლის წევრები, მათი ძირითადი საქმიანობის გამო, წელიწადში მხოლოდ ორჯერ ახერხებდნენ საგასტროლოდ გამგზავრებას, მაგრამ მათ მაინც შეძლეს თითქმის ნახევარი მსოფლიოს სიმღერით შემოვლა და ყველგან ქართული სასიმღერო კულტურის ღრმა ნაკვალევის დატოვება.
ანსამბლის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია და სცილდება მხოლოდ ტრადიციულ სიმღერას. თუმცა, რეპერტუარის ძირითადი ბირთვი სწორედ რომ ქართული ხალხური სიმღერებია, რომელთა მღერასაც „ქართული ხმები“ პირველყოფილი სიწმინდით ცდილობს და უმეტესწილად ამას ახერხებს კიდეც.
საყოველთაო აზრით
„ქართული ხმების“ ნამღერიდან მოდის საოცარი შინაგანი ენერგია, რომელიც აუცილებლად გადადის ხოლმე დარბაზზე და ნებისმიერ მსმენელს ემოციურად მუხტავს.
გამოშვებული აქვთ მრავალი ფირფიტა 3 კომპაქტდისკი, აუდიოკასეტები და 7 თითო საათიანი ვიდეოკასეტა სახელწოდებით:
„ქართული ხმები“ სცენაზე და სცენის მიღმა.
1995 წელი – ფესტივალი
„თბილისური გაზაფხული“ – მთავარი ჯილდო.
1996 წელი –
„ქართული ხმებს“ და მისი ყველა წევრს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
1997 წელი –
„ქართული ხმების“ ყველა წევრი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1999 წელი – წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს „
გაზაფხული შემოსულა ლენ“ – „ქართული ხმები“.
1999 წელი – რადიო
„ფორტუნას“ ვერსიით გოგი დოლიძე აღიარეს საუკეთესო მომღერალად (სიკვდილის შემდეგ)
„ქართულ ხმებს“ მის სახელზე გადაეცა ოქროს ფირფიტა.
2000 წელი –
„ქართულ ხმებს“ და მის ყველა წევრს ცალ-ცალკე გადაეცა სიგელი სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით.
2007 წელი – თბილისის საკოცერტო დარბაზის წინ (მსგავსი ანსამბლების ისტორიაში პირველად) გაიხსნა
„ქართული ხმების“ ვარსკლავი.
2010 წელი – ხელოვნების ტრადიციული ფესტივალი „
ქართული სული“, ფესტივალის ისტორიაში პირველად,
„ქართულ ხმებს“ აჯილდოვებს ოქროს მედლით, ქართული კულტურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
2016 წელს- კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო
„ხელოვნების ქურუმი” ანსამბლ „ქართულ ხმებს” ქართული კულტურის, ქართული სიმღერის ერთგულებისა და პოპულარიზაციისთვის გადაეცა.
1989 წელს თბილისში ჩაიწერა ანსამბლის პირველი ალბომი 23 სიმღერით.
1992 წელს უკვე პარიზში ჩაიწერა დისკი თვრამეტი სიმღერით. ეს დისკი შესულია მუსიკის აბსოლუტურად ყველა მიმდინარეობის მსოფლიოს 1000 საუკეთესო დისკების სიაში, შეფასებით სამი ფორტე.
მომდევნო წლებში ზედიზედ იბეჭდება ანსამბლის ორი დისკი
„წლები“ და
„ხსოვნა“. აქედან ერთ-ერთი (ხსოვნა) ცოცხალი შესრულება ანუ კონცერტის ჩანაწერია, რომელიც 1992 წელს ადელაიდას კონსერვატორიაში ჩაატარა „ქართულმა ხმებმა“.
ეს ორივე დისკი დღემდე დიდი პუპულარობით სარგებლობს.
მომდევნო წლებში ანსაბლმა კიდევ რამდენიმე დისკი გამოუშვა. აქედან ყველაზე აღსანიშნავია დისკი
„მუხამბაზი თბილისს“. სადაც თავი მოიყარა
„ქართული ხმების“ ჰიტებმა.
2011 წელს გამოიცა ალობომი, რომელიც 3 CD-სგან და ერთი DVD-ისაგან შედგება.
ცნობილი დარბაზები. სადაც ნამღერი აქვს
ქართულ ხმებს:
- „მერკატორ ჰოლი“– დუისბურგი, გერმანია
- „იუნესკო“– პარიზი
- ოპერის თეატრი– ვიში, საფრანგეთი
- სამეფო თეატრი– პერტი, ავსტარალია
- კონსერვატორია– ადელაიდა, ავსტრალია
- Town Hall- ველინგტონი, ახალი ზელანდია
- წმ. მარტინის ეკლესია ტრაფალგარზე, ლონდონი
- სალ–გავო– პარიზი
- ოლიმპია– პარიზი
- წმ. მადლენის ეკლესია– პარიზი
- City Theatre – ლუდვისბურგი, გერმანია
- City Theatre – ლუქსემბურგი
- Cathedral – კანი, საფრანგეთი
- Cathedral – ნანტი, საფრანგეთი
- საკონცერტო დარბაზი “ოქტიაბრსკაია” – სანკტპეტერბურგი, რუსეთი
- საკონცერტო დარბაზი „რასია“ – მოსკოვი
- Cathedral– კალვი, კორსიკა, საფრანგეთი
- BINIANEI Ha Unna Inetrnational Convention center – იერუსალიმი
- სენ–ჟულიენი –– უძველესი ტაძარი, პარიზი
2017 წელს 5 აგვისტოს
„ბლექსი არენაზე“ „ქართული ხმების” 30-ე საიუბილეო წელი გრანდიოზული კონცერტით დაგვირგვინდა .
ანსამბლი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას და 2018 წელს თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ლეგენდარულ ანსამბლ „ქართული ხმების” ერთობლივმა ტურნემ სტარტი 30 ივნისს აიღო, დაიწყო ახალციხეში და გაგრძელდა საქართველოს სხვა რეგიონებში.