ქეთი მელუა

ქეთევან „ქეთი“ მელუა (ინგლ. Ketevan “Katie” Melua; დაიბადა  1984 წლის 16 სექტემბერს, ქუთაისში) — მოღვაწეობას ბრიტანეთში განაგრძობს.

ქეთი მელუა გამორჩეული მონაცემებისა და ნიჭის მქონე მომღერალია მსოფლიო მუსკალურ სამყაროში და ერთერთი ყველაზე პოპულარუ ქართველი მუსიკოსი.

ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა  ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ეკრანზე პირველი გამოჩენა

საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით “Stars Up Their Nose”, რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა “Mad for it!”. კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით “Without You” და გაიმარჯვა.

განათლება

მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.

ქეთი მელუა ბრიტანეთის 70 ყველაზე მდიდარ მუსიკოსს შორის შედის.

2004-2005 წლებში  ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად დასახელდა .

2006 წელს მისი ალბომი მსოფლიოს 87 ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომებში შევიდა

ასევე გადაეცა ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო – ღირსების ორდენი მუსიკსი განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ასევე ერთერთ ასტეროიდს მისი სახელი ეწოდა.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ჯილდოები და მოგებული აქვს მრავალი კონკურსი.

შესრულებული აქვს როლი ფილმში “Grindhouse

ასევე დაწერილი აქვს სუანდტრეკები სხვადასხვა ცნობილი ფილმებისთვის .

ორ წელია  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში “გორის ქალთა კაპელასთან” ერთად მოგზაურობს.

დისკოგრაფია

ქეთი მელუა 2004 წელს

Call Off the Search (2003)

Piece by Piece (2005)

Pictures (2007)

The House (2010)

Secret Symphony (2012)

Ketevan (2013)

In Winter (2016)

თითქმის ყველა მის კონცერტზე ასრულებს ქართულ სიმღერას „ციცინათელა“.