რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილი – დაიბადა 1982 წელს  ქ. თბილისში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა დურგლიშვილის ოჯახში.

1999წ. დაამთავრა ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება.

1999—2006 წწ.სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით.

იგი ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. 3 წლის ასაკიდან ძერწავდა, ხატავდა, ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს,მღეოდა, წერდა პატარა ნოველებსა და ლექსებს.

1989 წლიდან რატი იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „მთიები“-ს სოლისტი. ჰქონდა უამრავი გასტროლი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, რუმინეთში და სხვ.

1999წ. დაიდგა ინგლისურ ენოვანი საბავშვო ოპერა „კონკია“, რომლის ინიციატორიც იყო გაეროს მისიით მოვლინებული, მრავალი ოპერისა და ბალეტის ავტორი ლიდია ვესტი, სადაც რატიმ განასახიერა მთავარი გმირი -პრინცი რიჩარდი და მიიღო იუნისეფის სერთიპიკატი.

სიმღერის პარალელურად იგი აქტიურად იყო დაკავებული მხატვრობით. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვდა 2000წლისადმი მიძღვნილ საბავშვო კალენდარის ფურცლებზე. ხოლო მისი უსაყვარლესი ნახატი „ბურუსი“ ინახება ა.შ.შ-ს ქ. ნიუიორკის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზის მუზეუმში. მას გაფორმებული აქვს პოეტ ნატო გოგიშვილის ლექსების ორი კრებული.

აკადემიაში სწავლის პერიოდში პარალელურად მღეროდა ქ. თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ბარ „ტუკან“-ში. ამავე დროს, მუშაობდა საკუთარ სტუდიაში, სადაც წერდა სიმღერებს და აკეთებდა არანჯირებებს. ამავე პერიოდში მღეროდა საქართველოს ცნობილი ვარსკვლავის – ლელა წურწუმიას ბექ-ვოკალში. რის შედეგადაც ჩაიწერა დუეტი ალექსანდრე ბასილაიას საიუბილეო კონცერტისათვის ლელა წურწუმიასა და რატი დურგლიშილის მონაწილეობით.

2007წ. რატიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტ „იმედის ტალღა 3“-ში, რომელშც მოიპოვა გამარჯვება და გახდა ჟიურის რჩეული. ამავე წელს რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის მონაწილეობით შეიქმნა დუეტი „ჯორჯია“.

2008 წ. დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარსდგა საერთაშრისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი. კონკურსზე, დუეტის მიერ შესრულებული საფინალო სიმღერა “In love we swim” სწორედ რატის დაწერილი იყო. გამარჯვებულ დუეტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა ღირსების ორდენები, ხოლო მერიამ „შევროლე“-ს ტიპის ავტომობილები.

2011წ. ლატვიაში, საკონცერტო დარბაზ „ზინტერი“-ს წინ გაიხსნა დუეტი „ჯორჯია“-ს ვარსკვლავი. დუეტმა განვლო წარმატებული შემოქმედებითი გზა, ხალხის დიდი სიყვარულით, უამრავი კონცერტით,როგორც ქვეყნის შგნით, ასევე მის ფარგლებს გარეც: სომხეთში, აზერბაიჯანში,ყაზახეთში, საბერძნეთში (ქართველ ებრაელთა კავშირის კონცერტი) ინგლისში და სერბეთში, სადაც დუეტმა შეასრულა ჰიმნი და ცარმოაჩინა საქართველო.

2016 წელს რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე -„ოქროს ტალღა“ მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციაში – წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა და სიმღერით ქაღალდის ნავი“ და ასევე გახდა ტელეკომპანია „Music Box – ის“ რჩეული.

ასევე 2016 წელს იმოგზაურა ამერიკი შეერთებულ შტატებში და გადაიღო ორი ვიდეო რგოლი რომელზეც ცნობილმა ამერიკალმა რეჟისორმა და პროდიუსერებმა იმუშავეს.

მისი ახალ სოლო ალბომშ გვევლინება როგოც ავტორ შემსრულებელი.

ამჟამად რატი დურგლიშვილი დაკავებულია სოლო კარიერით, მუშაობს ახალ სიმღერებზე და მოგზაურობს.

რეკლამა: 0:05