რეგიონი

ჯგუფი „რეგიონი“  – 2008 წლის აგვისტოში, ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბდა.

ჯგუფი ერთ-ერთ პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც რეგის ასრულებს.

წევრები:

ლაშა ნოზაძე (ვოკალი)

ლაშა სხილაძე (დრამი)

ლევან მიქაბერიძე (ბასი)

ვახტანგ თევზაძე (კლავიში)

აჩიკო ციმაკურიძე (სოლო გიტარა)

დავით ხიდაშელი (საქსოფონი)

ნოდარ კოტრიკაძე (საყვირი)

ვერიკო მაცაბერიძე (ვოკალი)

მარიამ აბდუშელიშვილი (ვოკალი)

ზურა ასტამაძე (გიტარა)

2008 წელს ჯგუფმა მოაწყო სოლო ტურნე საქართველოს რამდენიმე ქალაქში. კონცერტებიდან შემოსული თანხა გადაირიცხა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დამხარების ფონდში.

2008-2015 წლებში ჯგუფი რეგიონი ყოველ წელს მონაწილეობდა ფესტივალში „არტ-გენი“, რომელიც ქალაქ თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა.

2010 წელს „რეგიონმა“ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მუსიკის ფესტივალში, რომელიც მესტიაში ჩატარდა.

2013 და 2015 წელს „რეგიონმა” მონაწილეობა მიიღო პოლონეთში, ქალაქ პლოცკში გამართულ რეგის საერთაშორისო ფესტივალზე „REGGAELAND“.

2015 წელს „რეგიონმა“ მსოფლიო ფესტივალის გახსნა.

ალბომები

„ამოანათე“ (ინტერნეტ ალბომი)

„I’M GEORGIAN“ (2011)

„თავისუფალი“ (2014)