რობერტ ბარძიმაშვილი

რობერტ ბარძიმაშვილი –  დაიბადა 1934 წლის 17 იანვარს – გარდაცვალა 2003 წლის 5 ივლისს (69 წლის ასაკში)

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. ვოკალისტი, მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1958-1975).

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს.

1960 წელს ჩამოაყალიბა პროფესიული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი “ორერა”; 1975 წელს დააარსა ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი “ვია 75″(ჯაზ-როკი, ფიუჟენი); 1975–1986 წლებში. იყო ამ ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983–1986წლებში. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ანსამბლ “ლახტს”; 1985–1992 წლებში კი ანსამბლ”ჯორჯიას”; 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; დააარსა სკოლა–სტუდია “ლახტი”. გადაღებულია ფილმებში “წარსული ზაფხული”(1959) და “ორერა სრული სვლით!”(1970). იყო სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (1972) და თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალის (1978) ლაურეატი.

მისი სიმღერები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ასაზრდოებს ქართველ საესტრადო შემსრულებლებს.