შესახებ
რომა რცხილაძე – დაიბადა 1953 წელს, თბილისში.პიანისტი, მომღერალი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოღვაწეობდა სხვადასხვა ანსამბლში: 1970–1975 წლებში. „ციცინათელა”; 1975–1979წლებში. „75″; 1979–1981წლებში. „დიელო”; 1981–1986წლებში. „ნატვრის ხე”; 1987–1996წლებში. მოღვაწეობდა საზღვარგარეთ, შემდეგ ისევ თბილისში; 1997–1999წლებში. ანსამბლში „მხოლოდ შენ ერთს”; 1999 წლიდან ტელე–რადიო დეპარტამენტის საესტრადო ორკესტრ „ბიგ–ბენდის” დირიჟორია. 2000 წელს გამოვიდა ალბომი – „სპილო” მომდევნო ალბომი კი – „სუფთა ჰაერი”. რომა რცხილაძე გახლავთ რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატი და მრავალი საპატიო ჯილდოს მფლობელი.გადაღებული აქვს მრავალი ვიდეო რგოლი.დღესდღეობით მოღვაწეობს ბენდთან „+995″.1998 – ღირსების ორდენი1981 – ფესტივალი „ბიჭვინთა – 81″, გრან-პრი (ანსაბლ “ნატვრის ხესთან” ერთად)1977 – თბილისის ჯაზ–ფესტივალი, I ადგილიასევე გახლავთ საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები