შესახებ
საბა კემულარია – 27 წლის ასაკში ფართო საზოგადოებამ პროექტით „მხოლოდ ქართული” გაიცნო და ფინალში აღმოჩნდა.
დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი.
დიდი ხანია ანსამბლ „შავნაბადას“ და ჯგუფ „ალილოს“ წევრია. უმღერია კაპელაში და სხვადასხვა ჯგუფში, გალობს ქაშვეთის ტაძარში. სოლო მომღერლის რანგში არასოდეს გამოჩენილა, თუმცა პროექტში მრვალი სიმღერის ახლებული ინტერპრეტაცია შეასრულა, რომლებიც აქტიურად გადის რადიო თუ ტელე ეთერებში.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია მისი და სოფო ნიჟარაძის დუეტი ჩიხლაძეების ცნობილ სიმღერაზე „შემოდგომა“ .
საბა აგრძელებს მოღვაწეობას მის ჯგუფთან და ანსამბლთან ერთად, ხშირად მოგზაურობს მუსიკალური ტურნეს ფარგლებში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები