შესახებ
სალიო – ორიათასიანებში ერთ დღეს გამოჩნდა ჯგუფი „პაპარაცი“ და მათი სოლისტი სალომე კორკოტაშვილი, ვიდეორგოლი სიმღერაზე „ვარსკვლავები“ და მათთან ერთად ამღერდა მზეც, მთვარეც, ცისარტყელაც და ხალხიც, ისე როგორც მისივე დაწერილ სიმღერაშია.
სალომე ავტორ შემსრულებელია. პირველად მეექვსე სკოლის სცენაზე გამოვიდა, უფროს კლასელების ბოლო ზარზს ესწრებოდა, როდესაც სცენაზე 5 ბიჭი შეამჩნია, უამრავი ინსტრუმენტით. მათთან მივიდა უთხრა, რომ ძალიან მაგრები იყვნენ, თუმცა თვითნაც მაგარი იყო და გადაწყვიტა მისი სიმღერა გაეზიარებინა, ასე შეიკრა ჯგუფი პაპარაცი.
პირველი კონცერტი ნასესხები ფულით ჩაატარეს და მეექვსე საჯარო სკოლის სცენაზე გამოვიდნენ, ამას მოყვა პოპულარობა თინეიჯერებში, სტუმრობა სხვადასხვა გადაცემებში. შემდეგ კი ჯგუფი აჩიკო გულედანმა შეამჩნია ერთ-ერთ დილის სატელევიზიო ეთერში, დაუკავშირდენენ სალომეს და ალბომი ჩაუწერეს, ასევე ვიდეორგოლიც გადაიღეს სიმღერაზე „ვარსკვლავები“. ამას მოჰყვა პოპულარული დუეტი ბაკურ ბურდულთან და კონცერტები ფესტივალ „არტ გენზე“.
2004 წელს „პაპარაცის“ გრანდიოზულ კონცერტს რამდენიმე ათასი თაყვანისმცემელი დაესწრო, ჯგუფთან ერთად სალომემ 27 სიმღერა შეასრულა.
2008 წელს მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის შესარჩევ ტურში, ჰქონდათ ტურნეები,კონცერტები, მიწვევები სხვადასხვა შოუში. სიმღერა „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ საუნდტრეკად გამოიყენა ამავე სახელწოდების ფილმში. შემდეგ კი იწყება მისი სოლო კარიერა და პროექტი „ სალიო”
მომღერალმა გადაწყვიტა ძალები სხვა ქვეყანაში მოესინჯა, თუმცა მანამდე 2013 წელს „შავი ზღვის ჯაზფესტივალის” მესამე დღეს, კარმენ სოზა და„სალიო” წარსდგნენ მსმენელის წინაშე, ასევე მოხვდა სხვადასხვა ცნობილ ჰედლაინერებთან ერთად „ოფენ ეარზე“ და მრავალ ფესტივალზე.
„საოცრად ნიჭიერი გოგონა ღვინის სამშობლოდან”, – ასე წერს მსოფლიო პრესა სალიოზე.
გარკვეული პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსინჯა ძალები. თუმცა, ბრიტანეთი მისთვის ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, სადაც შემოთავაზება მიიღო ცნობილი პროდიუსერისგან ენდრიუ ჰანთისგან, რომელსაც მუსიკოსთა გილდიის ჯილდო აქვს მიღებული.
„შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ და ჰიუსტონის არაჩვეულებრივი პერფორმანსების შემდეგ იღებს შემოთავაზებას სიმღერების ჩასაწერად „Dark Horse Studios“-სგან ( ნეშვილი ) და „Wire Road Studios“-სგან ( ჰიუსტონი ). იწყებს მუშაობას ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან საქსაფონისტი დინ ჯეიმსი, რომლის გულიც სალომემ განგმირა მისი ბუნებრივი და გასაოცარი ხმით ,ტონი კოლუჩიო – ადამიანი, რომელიც მუშაობდა ბეტა მიდლერთან, უიტნი ჰიუსტონთან და ჯანეტ ჯექსონთან.
ამას მოჰყვა ვიდეობი, სადაც მეისი გრეისთან და ჯოზი სტოუნთან ერთად მღერის, ჯოზიმ მასთან ერთად „გაივლის დრო” იმღერა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია იმის, რასაც ეს საოცარი ქართველი გოგონა მიაღწევს”, – წერს უცხოური პრესა სალიოსა და ჯოზის ვიდეოზე.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები