სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი – დაიბადა 1979 წლის 3 აგვისტოს .

მომღერლის შესრულების მანერა და ხმის გამორჩეული ტემბრი შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე  რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი  ალბომი. გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა  და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება.

მისი სტილი გამოარჩევს და წლებია უკვე საკუთარი ნიშა შექმნა.

გახლდათ საპროდიუსერო კომპანია  „არტ ფორუმის“  დამფუძნებელი მუსიკოს კახაბერ ცისკარიძესთან ერთად, ასევე მოღვაწეობდა არტ იმედში დაარსების დღიდან  დახურვამდე.

სტეფანე და 3G

სტეფანეს მოსკოვში 2009 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უნდა წარედგინა საქართველო, სიმღერით „We Don’t Wanna Put In“.  თუმცა, სიმღერის სახელწოდების და ტექსტის გამო სტეფანე ქრისტინე იმედაძესთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ჯგუფი მოხსენს ევროვიზიიდან. მართალია „სტეფანე და 3G“ არ დაუშვეს ევროვიზიაზე, თუმცა კომპოზიციამ „We don’t wanna put in” უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა და გაჟღერდა წამყვან დასავლურ ტელეარხებზე BBC, SKY, CNN, RAI და ა.შ. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა დასავლურ პრესაში.

2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe.

2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia.

იმავე წელს ის მიწვეულ იქნა ქართულ მიუზიკლში „ქეთო და კოტე“ ერთ-ერთ მთავარ როლზე.

2013 წელს  მომღერალ მაია დარსმელიძესთან ერთად გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი .

2014 წელს რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს ტალღა“  დასახელდა წლის მომღერალ კაცად.

2017 წელი  გამორჩეული იყო მომღერალის ცხოვრებაში – აქტიურად ჩანდა ეკრანებზე , გახლდათ ( 2018 წლის ჩათვლით )  რეიტინგული მეგა შოუს „იქს ფაქტორი“ – ჟიურის წევრი , ასევე პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრადაც მოგვევლინა.

ასევე საკუთარი სიმღერის რიმეიქზე „დამიბრუნდი“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „რადიო ფორტუნას რჩეულად” დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის „სიმღერის სტატუსი” და ფულადი პრიზი.

მისი კონცერტები და ტურნეები ანშლაგით მიმდინარეობს და მუდმივად ანებივრებს თაყვანისმცემლებს ახალი სინგლებით.

რეკლამა: 0:05