თაკო გაჩეჩილაძე

თაკო გაჩეჩილაძე – დაიბადა 1983 წლის 17 მარტს, თბილისში.

7 წლიდან გუნდში მღეროდა. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.

მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს და მისი მუსკალური ნიჭი საზოგადოებას უყურადღებოდ არასდროს დაუტოვებია.

მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადახვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

2009 წელს თაკო პროექტის „სტეფანე 3 G“ (თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სტეფანე მღებრიშვილი) ფარგლებში ევროვიზიისთვის ემზადება. თუმცა, ჯგუფი სიმღერის  ,,We don`t wanna Putin“  ტექსტის გამო, რომელშიც პუტინს მიმართავდნენ, კონკურსიდან მოხსნეს, რადგან მათ ტექსტის შეცვლაზე უარი განაცხადეს.  ამას მოჰყვა სტუმრობა „BBC”-ში , მსოფლიო  ტურნე და  წარმატებები. ასევე მეორე ადგილი ევროპელი დიჯეების ჩარტებში.

მონაწილეობა აქვს მიღებული მეგა შოუ „ ცეკვავენ ვარსკვლავებში“

2015 წელს მოიგო პროექტი „ ერთი ერთში”

2017 წელს გაემგზავრა ევროვიზიაზე სიმღერით  “Keep the Faith” რომელიც ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის.

გამოშვებული აქვს ორი სინგლი

2008 – “Me and My Funky”

2017  – “Keep the Faith”

რეკლამა: 0:05