თაკო მელიქიშვილი

თაკო მელიქიშვილი დაიბადა 1984 წლის 24 იანვარს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერისტეტი – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტი – სამართალმცოდნეობის განხრით.

7 წლიდან ცეკვავდა  ანსამბლში „თელა“.

1994 წელს შექმნა ჯგუფი „თაობა“, სადაც ნიჭიერმა ბაშვებმა ნადვილი შოუ დადგეს სცენაზე ცეკვის ელემენტებით და სიმღერით. პირველად  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სტუდენტურ დღეებზე გამოჩნდენ და ხალხის სიყვარული დაიმსახურეს.

პარალელურად მეორე არხზე მიყავდა სატელევიზიო შოუ „სკოლა“, მალევე დაიწყო მუშაობა რადიო „საქართველოს ხმაში“.

1999 წელს ცნობილ ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ და „თაობასთან“ ერთად  დადგეს საერთო შოუ  და გრანდიოზული კონცერტი ანშლაგით ჩაატარეს სპორტის სასახლეში, პარალელურად გამოვიდა ალბომი „მე და ჩემი თაობა“.

თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს  ცნობილმა რეჟისრომა გიგა ლორთქიფანიძემ  სთხოვა ჯგუფ „სახესთან” ერთად მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო   საღამოში, რომელიც რუსთაველის თეატრში ტარდებოდა, შემდეგ საღამოზე ასევე ბატონი გიგას თხოვნით „თაობასთან“ ერთად გამოვიდა, ამ ფაქტს მომღერალი განსკაუთრებული სიყვარულით იხსენებს და აღნიშნავს, რომ  ბატონი გიგას შემოთავაზებამ უფრო მეტი ძალა შემატა, რამაც განსაზღვრა მისი მომდევნო კარიერული ნაბიჯები.

2003 წელს „თაობა“ დაიშალა, 2004 წელს კი უამრავი ადამიანიდან აარჩიეს რადიო  არ დაიდარდოს“ მუსიკალურ წამყვანად, რომელიც იმ დროისთვის იხსნებოდა და დღემდე რჩება ამ პოზიციაზე.

2004 წელს გამოუშვა ალბომი „უშენოდ დღე“, რასაც მოჰყვა ტურნეები და კონცერტები .

2016 წელს გამოუშვა პირველი ვიდეორგოლი სიმღერაზე „მეგონა“.

სიმღერა არასდროს შეუწყვეტია, ჩაწერილი აქვს დუეტები მრავალ ცნობილ შემსრულებელთან და ყოველთვის ანებივრებს მსმენელს სიახლეებით.

რეკლამა: 0:05