თამთა ცხვიტავა

თამთა ცხვიტავა – თამთა ცვხიტავა ქალაქ ბათუმში დაიბადა

დაამთავრა თეატრალური უნივერისტეტი და სწორედ იქ აღმოაჩინა ის სტილი და ის ქალი რომელსაც ხარისხის, ვინტაჟის და გემოვნების სურნელი ასდის.

ერთ დღეს ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დედამ დიდ და ლამაზ შენობაში შეიყვანა სადაც მოუთმენლად ელოდა მის რიგს, დიდი კარის გაღების შემდეგ როიალთან მჯდომი ქალბატონი დაინახა , რომელმაც სთხოვა ემღერა და შესრულების შემდგომ ტაშიც დაიმსახურა, თამთა ცხვიტავა მუსკალურ სკოლაში მიიღეს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა კონსერვატორიაში ჩაებარებინა და ოპერის მომღერალი გამხდარიყო. იქ კარი ფართოდ გაუღეს, მოუსმინეს და… მასში საოპერო მომღერალი ვერ დაინახეს… ჩააბარა თატრალურ უნივერისტეტში მუსკალური თეატრისა და სამსახიობო ფაკულტეტზე – იქ უთხრეს რომ „პიაფი“ მოუხდებოდა, იმავე საღამოს კასეტით მივიდა ფრანგული ენის პედაგოგთან და სთხოვა ტექტსები ამოეწერა .2001 წლიდან ამ რეპერტუარმა ბარის სცენაზე გადაინაცვალა და თაყვანისმცემლების შემოკრებაც დაიწყო.

2011 წელს „ბრავო რექორდსში” ჟურნალისტებს შემსრულებელი თამთა ცხვიტავა წარუდგინეს.

ხმის ჩამწერი კომპანიის მუსიკალურმა პროდიუსერმა თამთა ერთ-ერთ კლუბში აღმოაჩინა, რომელშიც იგი მღეროდა, „ბრავო რექორდს” დიდხანს არ უფიქრია და თავის პირველ პროექტად სწორედ თამთა ცხვიტავა აირჩია.

ხმის ჩამწერმა კომპანიამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა მომღერალთან. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საზოგადოებისთვის უცნობი მომღერლის პრომოუშენი, დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდართების და წესების შესაბამისად შედგა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას.

ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური ინერტულობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმა და საშემსრულებლო მანერა ნამდვილი აღმოჩენა იქნება მსმენელისთვის.

თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომი “დასაწყისი” გაყიდვაში 2012 წლის იანვარში გამოვიდა, მანამდე კი მისი პრეზენტაცია 2011 წლის 23 დეკემბერს, სამეფო უბნის ტეათრში სოლო კონცერტის სახით გაიმართა. ალბომში ძირითადად შესულია სპეციალურად, თამთასთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი სიმღერები, ასევე რამდენიმე უცხოური სინგლის СOVER-ი, ალბომში ასევე არის ერთერთი სიმღერის კარაოკე ვერსია. „დასაწყისში” 12 სიმღერაა შესული.

სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ ცნობილი მოწვეული მუსიკოსები და კომპოზიტორები: თამაზ ყურაშვილი, ჭაბუკა ამირანაშვილი, გიგი ვანდერი, ქართული ხმები, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიდძე, ზურა მოსიავა, ზურა რამიშვილი, ირინა მირიანაშვილი, ლევან კემულარია, სულიკო ღაღაშვილი, ლაშა თოფურია, სიბა ჩიხლაძე, ჯუმბერ ამანათაშვილი, ნანა ჭანტურია, დავით არჩვაძე, ნინო ბერიანიძე, ანა ქასრაშვილი, მანანა გურგენიძე და ნანა ცინცაძე.

ალბომის არანჟირება ეკუთვნის: მამუკა (პეკე) ბეგაშვილს, ალექსანდრე ბერძენიშვილს, ზვიად ბოლქვაძეს, ზურა მახნიაშვილს და დავით უგრეხელიძეს.

პროექტი „ბრავო რექორდსის” და „კავკასუს ონლაინის” პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენდა.

შესრულებული აქვს როლი ფილმში -„ჭამა და სექსი“ ( 2011 )

თამთა ცხვიტავა – ქართველი ედით პიაფი.

რეკლამა: 0:05