თამუნა მიქელაძე

 თამუნა მიქელაძე – დაიბადა 1985 წლის 28 ივლისს.

სწავლობდა აჭარის საზღვაო აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

8 წლიდან მღერის, 6 დედმამიშვილიდან ყველა მღეროდა, თამუნამ მათთან შედარებით უფრო გვიან დაიწყო მუსიკალური მოღვაწეობა.

როდესაც მისი და სტუდია „ლახტში“ მიიყვანეს რობერტ ბარძიმაშვილთან, თავადაც გაჰყვა, თუმცა ბავშვობიდან ექიმობაზე ან პოლიციელობაზე ოცნებობდა, ასევე მოცეკვავეობაზე, ცეკვა დღემდე თამუნას უდიდესი გატაცებაა.

1998 წელს პირველად გამოჩნდა რესპუბლიკურ კონკურსზე, საიდანაც პირველი ადგილით და ხალხის სიყვარულით წამოვიდა.

1999 წელს აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომღერალ ნიკო ბერიძესთნ ერთად, სადაც კასპიის უპატრონო ბავშვთა სახლისათვის ღონისძიება გაიმრთა, 2 კვირიანმა მოგზაურობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება და გამოციდლება მისცა თამუნას.

ოცდაათამდე დიპლომის, ლაურეატისა და თუ გრანპრის მფლობელია.

გახლდათ სტიპენდინტი – „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მაგული გოგიტიძის სახელობის სტიპენდია.

5 წლის განმავლობაში ბათუმის დრამატული თეატრის სოლისტი იყო.

გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა რუსეთში.

2005 წელს პროექტში „ნუცას სკოლა“, სადაც ჟიურის ფავოროტის წოდება დაიმსახურა.

შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში და გაიცნო მომავალი მეუღლე და გაუჩნდა ქალიშვილი.

მალე ჩაწერა პირველი სიმღერა, ვაჟა აზარაშვილის „მუსიკა“.

2008 წელს საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაამახსოვრა  თავი პროექტით „ჯეოსტარი“, სადაც გამორჩეულად ასრულებდა ფრანგულ ენოვან სიმღერებს.

გადაღებული აქვს 2 ვიდეორგოლი : „ვარდი“ და „მჯეროდა“.

2019 წლის 8 მარტს, გრანდიოზულ სოლოკონცერტს გეგმავს  ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, რომლის რეჟისურა ბაკურ ბაკურაძემ ჩაიბარა.

 

რეკლამა: 0:05