თეატრალურის კვარტეტი

თეატრალურის კვარტეტი –  თეატრალურ უნივერსიტეტში  2003 წელს სამი ნიჭიერი მეგობარი შეიკრიბა  ლაშა კირვალიძე, ოთო კოვზირიძე და კობა ჭეფხოძე, რომლეებიც  მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა, მალე შეუერთდათ მეოთხე წევრი ირაკლი აბჟანდაძე.

ბიჭებმა გადაწყვიტეს კვარტეტი გაკეთება სახელიც მარტივად შეარჩიეს და გამოცდილ მეგობარს დათო არჩვაძეს ( რომელიც იმ დროისთვის ანსამბლ ქართული ხმების წვერი გალხდათ ) დახმარება თხოვეს, დათომ სიამოვნებით აიღო  კვარტეტის ხელმძღვანელის ფუნქციები თავის თავზე და წარმატებამაც არ დააყოვნა.

2004 წელს იმღერეს  ცნობილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძისადმი მიძღვნილ საღამოზე სიმღერა –  „ქარი გიმღერის ნანასა“.

ჩაწერეს სიმღერა „მეფის ქალი“, რომელიც მსმენელმა აიტაცა და შეიყვარა, შემდეგ იყო  „სატრფიალო“ .

პირველი კონცერტი 2008 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ჰქონდათ.

2009 წელს გადაიღეს ვიდეორგოლი სიმღერაზე  „ფარვანა“ დავით არჩვაძესთან ერთად.

არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც მუსიკალური  ტურნეს  ფარგლებში არ ყოფილან.

2009 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი –  თეატრალურის კვარტეტი“.

ბიჭები დღემდე აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან, ფაქტობრივად ტემპი არასოდეს დაუგდიათ და მუდმივად ანებივრებენ მსმენელს ახალი სიმღერებით.

მათ კონცერტს ესწრებოდნენ  საპატიო სტუმრის რანგში და ნამღერი აქვთ ისეთი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანებისთის, როგორებიც არიან – მონიკა ბელუჩი, ემირ კუსტურიცა, მიშელ ლეგრანი, კრის ბოტი, ლუი ბეგა , რიკიე პორვერი და ნიკოლას ქეიჯი.

2017 წელს მომღერალ და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად  იმყოფებოდნენ ტურნეში, რომელიც რამოდენიმე თვე გაგრძელდა და მრავალი კონცერტი ჩაატარეს რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნებში .

2018 წლის ზაფხულში  ჩექ ინ ჯორჯიას “ ფარგლებში ნაციონალურ ბალეტ  „სუხიშვილებთან“  ერთად  თბილისის ძველ უბანში, რიყეზე  17 კონცერტი ჰქონდათ.

ჯგუფი აქტიურად მუშაობს ახალ ალბომზე .

რეკლამა: 0:05