თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი  – დაიბადების თარიღი 1984 წლის 27 იანვარი, სიონი — გარდაიცვლა 22 ივლისს, 2010 წელს.

ქართველი მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.

2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 წელს — „პირიმზე“, 2009 წელს — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.

ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.

რეკლამა: 0:05