თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია – დაიბადა 1981 წლის 18 ოქტომბერს.

ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი“ (მე-3 ადგილი).

1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა.

1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა.

2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა.

2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა.

2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.

2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

2009 წელს თიკა კვლავ ევროვიზია 2009″–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.

2010 წლის 1 თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“ მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“.

ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანია

რეკლამა: 0:05