თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია – დაიბადა 1991 წლის 14 მარტს, თბილისში.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი.

ასევე მეხუთე მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.

ბავშობიდან მღერის და პოპუალრულია. პირველად საბავშვო ბაღში შენიშნეს მისი ვოკალური მონაცემები, თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში ცნობილი მხატვრის ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე ამღერეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

9 წლის ასაკში ჩაწერა სიმღერა „ჯეირანი“ და გადაიღო მუსკალური რგოლი, წითელკაბიან გოგონაა მეორე დღიდანვე ქუჩაში ყველა ცნობდა .

გამოშვებული აქვს სინგლი „ჯეირანი” და ალბომი „თიკა ჯამბურია“.

2006 წელს გამართა სოლოკონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად.

მისმა დუეტმა „ცისარტყელები“, რომელიც მომღერალ დავით ხუჯაძესთან ერთად ჩაწერა, კიდვე უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა და სხვადასხვა ტურნე გამართეს ერთად.

არის 4 გრან პრის მფლობელი, რომელიც სხვადსხვა ქევყანაში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო (საქართველო, იტალია, ბულგარეთი,რუსეთი).

მისი ბოლო ჰიტია „სან შაინ“ .

გეგმავს ახალი სიმღერის ჩაწერას და მონაწილეობას იღებს  კონცერტებში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

რეკლამა: 0:05