თსუ გორდელა

თსუ გორდელა –  ჩამოყალიბდა 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასში გაერთიანებულია თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 11 სტუდენტი გოგონა.

ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს მელოდიების ფართო სპექტრს, რომელსაც მივყავართ ადრეულ შუა საუკუნეებამდე და ამასთანავე პირვანდელი სახით ინარჩუნებს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემონახულ, სულიერებით აღსავსე, უძველესი წარმომავლობის მქონე თვითმყოფად და გამორჩეულ მუსიკალურ კულტურას.

ანსამბლი ასრულებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, როგორც ა-კაპელა ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. ამასთანავე გორდელა” არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული ხალხური მუსიკით, იგი წარმატებით ასრულებს ეთნომუსიკას და თანამედროვე ჰიტების ქავერებს ქართული ხალხური საკრავების თანხლებით, რაც მაყურებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

გორდელას” წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე, როგორიცაა: სიმებიანი – ჩონგური, ფანდური, ჭუნირი, ჩანგი; ჩასაბერი – სალამური, ჭიბონი, გუდასტვირი, ლარჭემი; დასარტყმელი – დოლი, დაირა, ასევე გარმონი. გორდელამ” თავისივე პირველი გამოსვლებიდან მიიქცია მაყურებლის ყურადღება და მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა, ანსამბლი არის საქართველოში გამართული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიების მონაწილე, მრავალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი, რაც მისი წევრების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

გორდელას” ჩატარებილი აქვს მრავალი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც: ა.შ.შ.-ში, საფრანგეთში,ისრაელში,პოლონეთში,ლიტვაში,უკრაინაში, აზერბაიჯანში და მრავალ სხვა ქვეყანაში. “ გორდელამ” სოლო კონცერტები გამართა ისეთ საყოველთაოდ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა ვაშინგტონის კენედის ცენტრი. ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი” და სხვა. ჩატარებული აქვს მასტერ კლასი ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართული მრავალხმიანობისა დასაკრავების შესახებ.

გორდელას”გამართული აქვს ერთობლივი კონცერტები ისეთ ცნობილ კოლექტივებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ბიგ-ბენდი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი”, ურმული”, ჩვენებურები”, Psio Griv”, Warshav Horn” და სხვა.

რეკლამა: 0:05