ურსა

ჯგუფი „ურსა” –  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა.

ჯგუფი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაერთო, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა „ურსას“ პირველი სოლო კონცერტი, სადაც ჩამოყალიბდა ჯგუფის ძირითადი მიმდინარეობა და პროგრამა.

ჯგუფის პირველი წარმატება იყო სტუდენტურ დღეებში მონაწილეობა, სადაც გახდა 2011 წლის აღმოჩენა.

ამ წარმატების შემდეგ ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში, რომელიც ჩატარდა ქ.ბაქოში.

2013 წლს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ფრანკფურტში გამართულ ფესტივალში – „ქართული კულტურის დღეები გერმანიაში“, სადაც რამოდენიმე კონცერტი ჩაატარა გერმანიის ცნობილ საკონცერტო დარბაზში. ამავე პერიოდში დაიწყო სტუდიური მუშაობა რამდენიმე კომპოზიციაზე,

ამავე წელს გაკეთდა პროექტი იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიასთან – TV11.

ამ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა 4 სიმღერა, რომელმაც მომავალში დიდი პოპულარობა მოიპოვა:

„გელინო„

„ღელე ღურდანი”

„ახ ტურფა”

„პოპური”

ჯგუფმა „ურსა“ 2014 წელს ჩაატარა მესამე გრანდიოზული საქველმოქმედო სოლო კონცერტი თუმანიშვილის თეატრში, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგა განახლებული პროგრამით. (პროექტით DAVID & URSA დავით შანიძე) .

2015 წელს ასევე კონკურს „ოქროს ტალღის“ 10 ყველაზე მოთხოვნად სიმღერას შორის „ურსამ“ საპატიო მეხუთე ადგილი მოიპოვა.

2016 წ. – „ურსა“ მიწვეულ იქნა იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგულ შოუს – „X ფაქტორის“ ფინალში, სადაც ერთ ერთ ფინალისტთან ერთად (ავთო აბესლამიძე) შეასრულა სიმღერა „გელინო“.

დუეტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ფინალისტისთვის, მან გაიმარჯვა და 2016 წლის „X- ფაქტორი” გახდა.

2016-2017 წლის განმავლობაში „ურსას“ პროექტი ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან და სტუდია – „BRAVO RECORDS”-თან. ამ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა დუეტები მუსიკალური პროექტების გამარჯვებულებთან და ვარსკვლავებთან :

URSA & ავთო აბესლამიძე (გელინო).

URSA & მიშო სულუხია (ვაგიორქო მა) .

URSA & სოფო ნიჟარაძე (სვანური) .

URSA & გიორგი ნაკაშიძე (აჭარული).

2018 წელს „ურსა“ აგრძელებს ვარკსვლავებთან დუეტებს: „რუსთავი 2“-ის პროექტ – „საახალწლო ღამის“ ფარგლებში ექსპერიმენტის სახით იქნა ჩაწერილი სიმღერა (დიდოუ ნანა) ქვეყნის ყველაზე რეიტინგული სერიალის ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – ნანუკა გულუასთან

ჯგუფის ალტერნატიული ხედვიდან გამომდინარე, ჩაიწერა ქართულ-ესპანური დუეტი პოპულარულ მომღერალ – ნინო ბაშარულთან.

ჯგუფი დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელე პროექტებსა და შოუებში.

ჯგუფი დღემდე აქტიურად და დამოუკიდებლად აგრძელებს მოღვეწეობას.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ცდილობს შექმნას ხარისხიანი მუსიკა. „ურსა“ს ძირითადი მუსიკალური სტილი იპროვიზებული ფოლკია.

ჯგუფმა სახელწოდება ხევსურული საბრძოლო იარაღის „ურსას” მიხედვით შეარჩია.

“ურსა” ხუთი მუსიკოსისგან შედგება :

გიორგი ძოწენიძე (ვოკალი)

შოთიკო ქვარცხავა ( ვოკალი, პერკუსია)

გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური)

კობა შენგელია (ბას-გიტარა)

ლევან ფერაძე (გიტარა)