შესახებ
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დაიბადა 19 ივლისს 1938 წელს თბილისში — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.
მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს ( რუსეთში ) „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“
მან საგასტროლო კონცერტებით ხუთი კონტინენტი მოიარა. როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: „იყავი კარგად, ძვირფასო“, რომელიც ქალაქ გაბროვოში, კომედიური ფილმის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემიის მფლობელი გახდა და მეორე – „მამაკაცები და დანარჩენი“. ბუბას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. 1996 წელს მომღერალი საერთაშორისო ენციკლოპედიაში „ვინ ვინ არის“ შეიყვანეს.
გახლავთ საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
2006 წელს სახალხო არტისტს ვარსკვლავი საქართველოში გაუხსნეს.
გამოშვებული აქვს ნოველების კრებული, სადაც სამი ნოველაა შესული.
2018 წელს გაიმართა მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი.
სტუდიური ალბომები:
1981 – გულში სიმღერა
1981 – სურვილები
1994 წელი – ჩემი წლები
1996 – Ларису Ивановну хоч
2004 – ძველი ყაჩაღები
სინგლები და მინი ალბომები
1974 – ახალი მუხამბაზი
1978 – მღერის ბუბა კიკაბიძე
1979 – ვეძებ მეგობარს
1979 – ვახტანგ კიკაბიძე
1980 – ვახტანგ კიკაბიძე
1980 – ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს ალექსი ეკიმიანის სიმღერებს
1980 წ. – გიორგი კალანდაძის სიმღერები
1983 – ვახტანგ კიკაბიძე ა. მოროზოვის სიმღერები
1985 – მელოდიის სიყვარული
1997 – წერილი მეგობარს
1997 – ბედნიერების საიდუმლო
1999 – სიყვარულის ტანგო
2001 – საუკეთესო სიმღერები
2003 – საქართველო, ჩემი სიყვარული
2006 – ტანცი- შანცი
2007 – მე არ ვაჩქარებ ცხოვრებას
2008 – სიცოცხლის პროზა
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები