LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა ბრაზილიის წერამ აიტანა – ამბები მოკლედ

113
rue2fd02b8c1b

ბრაზილია კოპა ამერიკის თასის ფინალში პირველად გავიდა ბოლო 12 წელიწადში (ნახევარფინალში არგენტინას 2:0 მოუგო).

ბრაზილიამ არგენტინა კოპა ამერიკაზე ზედიზედ მეხუთედ გამოთიშა.
2007 და 2004 წლებში ბრაზილიამ მთავარი მეტოქე ფინალში დაამარცხა, ხოლო 1999-სა და 1995 წლებში – ¼ ფინალში.

არგენტინამ უტიტულო სერია 26 წლამდე გაახანგრძლივა.

ფირმინიომ ბრაზილიის კოპაზე გატანილი 10 გოლიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა.

ალისონმა კოპაზე მშრალის სერია 5 მატჩამდე გაზარდა.

 

„ნაპოლი“ ახლოსაა „რეალთან“ შეთანხმებასთან ხამესის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ბენ იედერი ახლოსაა „მანჩესტერში“ გადასვლასთან. ფეხბურთელზე პრეტენზია პსჟ-საც აქვს.

მბაპემ დაადასტურა, რომ პსჟ-ში რჩება.

„ბარსელონა“ მზადაა უმტიტი 50 მლნ ევროდ გაყიდოს.

„ბარსელონა“ ფრენკი დე იონგს 5 ივლისს, ხოლო გრიზმანს 11 ივლისს წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები