არგენტინაში თვითმფრინავის დაჯდომა მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ აეროპორტში არც ერთი დისპეტჩერი არ იყო. გამოცემა “EL Clronista”-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ლა-რიოხაში მოხდა.
ავიაკომპანია Austral-ის ლაინერი ბუენოს აირესიდან მოფრინავდა და დანიშნულების ადგილზე 20 წუთით ადრე ჩაფრინდა. როგორც ჩანს, აეროპორტის თანამშრომლები ამისთვის მზად არ იყვნენ და პილოტებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რათა დისპეჩერამდე ხმა მიეწვდინათ. ხომალდის კაპიტნის განცხადებით, მათ 10 წუთი ჰაერში ტრიალი მოუხდათ, რადგან ვერავინ გააღვიძეს, ეს მაშინ, როდესაც აეროპორტი თვითმფრინავის მისაღებად რეისამდე ერთი საათით ადრე უნდა მოემზადოს.
თავის მხრივ ოფიციალური განცხადება აეროპორტის ადმინისტრაციამაც გააკეთა, მათი აზრით, თუკი ლაინერი დათქმულ დროზე ადრე მოფრინავს, ეს ავიაკომპანიის პრობლემაა, რადგან განგრიგს არასწორად ადგენენ და დისპეჩერი დამნაშავე ნამდვილად არ არის.