არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა ადამიანი, ვის შესახებაც ალბათ არასდროს არაფერი გსმენიათ.
ედგარდო ბაუსა ვარსკვლავებს მსოფლიო ჩემპიონობისკენ უნდა გაუძღვეს.
ხერარდო მარტინოს წასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა. ბაუსას დანიშვნის შესახებ Goal.com-მა აცნობა, ოფიციალური განცხადება კი უახლოეს ხანში გაკეთდება.
ამჟამად ბაუსა ”სან პაულუს” წვრთნის.
მანამდე 58 წლის მწვრთნელი ეკვადორის ”კიტოსა” და არგენტინულ ”სან ლორენსოში” მუშაოდა. ბაუსას ამ კლუბებთან ერთად ლიბერტადორესის თასი აქვს მოგებული.
ედგარდოს არგენტინის ნაკრებში სამი მატჩი ჩაუტარებია.