LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არმანი Bugatti–სთან ითანამშრომლებს

29

იტალიელი მოდელიორი და საკუთარი მოდის სახლის დამაარსებელი ჯორჯო არმანიმ საავტომობილო ბრენდისთვის Bugatti, ტანსაცმლის კაფსულის კოლექცია შექმნა, რომელშიც ლაქშერის კლასის მამაკაცის ტანსაცმელი: პალტოები, სვირეტები, ტყავის ქურთუკები და ჯინსები,  ჩანთის რამდენიმე მოდელი, საფულეები და სმარტფონის ჩიხოლები  გაერთიანდა. ტანსაცმლისა და აქსესუარების შექმნისას, არმანიმ აქტიურად გამოიყენა ნიანგის ტყავი.

Bugatti-სთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებას იტალიელმა დიზაინერმა აბსოლუტურად ბუნებრივი უწოდა. ”ჩვენც და ისინიც ვეთაყვანებით საუკეთესო მასალით შექმნილ, ხანგრძლივი მოხმარების კარგად შექმნილ ნივთებს”, – აღნიშნა არმანიმ.

გაყიდვაში კოლექცია აგვისტოში გამოჩნდება. ფასები 645-დან 1895 დოლარის ფარგლებში იქნება და მხოლოდ Armani-ის საფირმო ბუტიკებში გაიყიდება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები