LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორში“ ბრუნდება

40

არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ის ახალ „ტერმინატორში“ დაბრუნდება. მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ნაწილის პროდიუსერი ჯეიმს კემერონი გახდება. სწორედ მასთან შეხვედრის დეტალები გაახმოვანა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.

„მას აქვს ბევრი კარგი იდეა, როგორ გაახანგრძლივოს პროექტი. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ფილმში მეც ვიქნები“, – განაცხადა შვარცენეგერმა.

ვინ იქნება ფილმის რეჟისორი, ჯერ-ჯერობით უცნობია. კემერონის თქმით, ამ თემაზე ის ტიმ მილერს უკვე ესაუბრა, თუმცა დაზუსტებით პასუხი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები