LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის?

121

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ქალისა და მამაკაცის მეგობრობა, თუ მათი ურთიერთობა მხოლოდ რომანტიკული, ნათესაური ან საზოგადოების მიერ იძულებით თავს მოხვეული შეიძლება იყოს?

რა უშლის ხელს მეგობრობას?

მართალია, მსოფლიოს სოციალურმა ფსიქოლოგებმა უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს იმ ფენომენის შესაწავლაზე, რასაც “ქროს-სქესობრივი” მეგობრობა ჰქვია, მაგრამ მიღებულმა შედეგმა ნაკლებად შეცვალა უკვე  დამკვიდრებული სტერეოტიპი. ქალისა და მამაკაცის მეგობრობის ყველაზე აშკარა და გავრცელებული პრობლემა – სქესობრივი ურთიერთობაა, რომლისგან თავის დაღწევა მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მაშინ როცა, ქალი მამრობითი სქესის ნაცნობებს ნაკლბად აღიქვამს მიმზიდველად და მათთან მხოლოდ პლატონური ურთიერთობა უნდა, მამაკაცს ნებისმიერი ქალი მომხიბვლელად ეჩვენება და მასთან მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობას გეგმავს. ამასთანავე, მამაკაცი გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ მისი გრძნობა უპასუხოდ არასდროს დარჩება.

განსხვავებული შეხედულება

მიუხედავად პრობლემებისა, პლატონური ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის მაინც არსებობს. სოციოლოგებმა დაადასტურეს, რომ ქალს და მამაკაცს მართლაც შეუძლიათ მეგობრობა. სხვათაშორის, ამგვარი მეგობრობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა, რადგან ეს, პირველ რიგში, საპირისპირო სქესის პარტნიორის მოხიბვლისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ის, ვინც გულწრფელად მეგობრობს საპირისპირო სქესთან, რომანტიკული პარტნიორების ძიებაშიც ბევრად წარმატებულია.

ახალგაზრდული მეგობრობა

“ქროს-სქესობრივი” მეგობრობა ძირითადად იმ ახალგაზრდებს შორის ჩნდება, ვინც არ ფიქრობს მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, რადგან რაც უფრო ნაკლებია მსგავსი ფიქრები, მით უფრო მარტივია გამონახონ ახალგაზრდებმა საერთო ენა. ასაკის მატებასთან ერთად კი, ადამიანებს სულ უფრო სჭირდებათ საიმედო პარტნიორი ქორწინებისთვის, უანგარო მეგობრობის შანსი კი, სულ უფრო მცირდება.

კარგი მეგობრობა ქორწინებით სრულდება

მამაკაცისა და ქალის გულწრფელი მეგობრობა ხშირად სრულდება ქორწინებით, რადგან მეგობრობაზე დამყარებული რომანტიკული ურთიერთობა, როგორც წესი, მყარი და ურღვევი კავშირის შენარჩუნების  დემონსტრირებაა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსგავს ურთიერთობაზე ქალბატონებთან ერთად მამაკაცებიც ხშირად ოცნებობენ. თუმცა, ქორწინების შემდეგ, მეგობრობა საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენელთან, მეტად პრობლემატური და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება.

მეგობრობა ქორწინებაში

თუ დაქორწინებული ხართ და ქალთან მეგობრობა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ პრობლემები გარანტირებული გექნებათ, რადგან ვერც თქვენი მეუღლე მიიღებს ამგვარ ინიციატივას დადებითად და მეგობარ ქალსაც მუდმივი კონფლიქტი ექნება თქვენს მეორე ნახევართან. “ცივი ომის” თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია გარკვეული დისტანციის დაცვა და შენარჩუნება, რადგან ამგვარ მეგობრობას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მყარი ქორწინების დანგრევაც საკმაოდ სწრაფად შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები