გუშინ ღამით პრემიერლიგის მე-3 ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი ლონდონის “არსენალსა” და “ლივერპულს” შორის გაიმართა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებს სრული უპირატესობა ჰქონდათ, კოუტინიომ ორჯერ გაარტყა ბურთი ჩეხის კარის ძელს, ბენტეკემ კი 1 მეტრიდან ვერ შეძლო გოლის გატანა. შესვენების შემდეგ „მეთოფეები“ გამოცოცხლდენ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლენ.
იმის მიუხედავად, რომ სახიფათო მომენტები ორივე კართან უხვად იქმნებოდა გუნდებმა გოლი გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა.
აღნიშნული ფრით „ლივერპული“ ცხრილში 7 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, „არსენალი“ კი 4 ქულით მეცხრეზეა.
პრემიერლიგას უდანაკარგოთ, 100%-იანი შედეგით ”მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს.