LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსენალს ყველაზე მეტი ფული აქვს

37

ლონდონის „არსენალს“ მსოფლიო ფეხბურთში ყველზე მეტი ფული აქვს.

„მეთოფეებს“ ანგარიშზე 200 მილიონ ევროზე მეტი აქტიური სახსრები გააჩნიათ.

პროგნოზებით, წლის ბოლოს „არსენალს“ 225-250 მილიონი ფუნტი (285-316 მლნ ევრო) ექნება. ამ წუთისთვის კლუბის ანგარიშზე 159 მილიონი ფუნტია, რაც ფეხბურთში საუკეთესო მაჩვენებელია.

გასულ შემოდგომაზე „არსენალს“ 289 მილიონი ევრო გამოყენებადი თანხა მოეძებნებოდა, ხოლო მის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 197 მილიონზე ოდნავ მეტი ქონდა, – სხვის ფულს ითვლის The Swiss Ramble.

ამასთან, მადრიდის „რეალს“ ანალოგიური სახსრები 107 მლნ ევრო ქონდა, „ბაიერნს“ – 99 მლნ, „ბარსელონა“ 73.5 მლნ-ს განაგებდა, აი „იუვენტუსს“ კი სულ რაღაც 6.3 მლნ ევრო მოეპოვებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები