LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მექსიკას შეუამხანაგდა: ერთად მსოფლიოს მისაღებად

53

მექსიკას და აშშ-ს სურთ ერთობლივად ჩაატარონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

„მოლაპარაკება გვქონდა მექსიკელ კოლეგებთან. ჩვენ ღია ვართ ერთობლივი განაცხადის იდეისთვის. ეს პოზიტიური ნაბიჯია ორივე ქვეყნისთვის და ძალიან მიმზიდველი ფიფასთვის. ახლა მომდევნო მოლაპარაკებების გრაფიკი უნდა შევადგინოთ. აშშ ნებისმიერ შემთხვევაში იბრძოლებს 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის“, – უთხრა ESPN-ს აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრმა ჯონ მოტამ.

მექსიკას მსოფლიო ჩემპიონატისთვის ორჯერ უმასპინძლია, 1970 წელს (ჩემპიონი პელეს ბრაზილია გახდა) და 1986 წელს (მარადონას არგენტინა), ხოლო აშშ-მ მუნდიალი 1994 წელს მიიღო (ბრაზილია).

ფიფას ყოფილმა თავკაცმა ზეპ ბლატერმა გასული წლის აპრილში განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართებოდა. თუმცა ახლა მის ადგილზე ჯანი ინფანტინოა. ბლატერს ისიც აქვს ნათქვამი, რომ ფიფას კორუფციული სკანდალი (რასაც შეეწირა კიდეც) იმიტომ მოხდა, რომ აშშ-ს 2022 წლის მასპინძლობა არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები