დეტროიტის მორიგი ავტო სალონის გამართვის თარიღი ცნობილია. 2024 წელს აშშ-ს უდიდესი ავტო გამოფენა არ გაიმართება და ღონისძიება მხოლოდ 2025 წლისთვის დაბრუნდება. ავტო სალონი 10 იანვარს დაიწყება და 20 იანვრისთვის დახურავს კარებს.
ორგანიზატორებს დიდი სურვილი აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილე მოიზიდონ, რათა რამდენიმე წლიანი ჩავარდნის შემდეგ გამოფენას ძველი დიდება დაუბრუნონ. თუმცა, ისინი შესაძლოა პრობლემას გადააწყდნენ: იანვრის თვეში აშშ-ში, კერძოდ კი ლას-ვეგასში უკვე ტარდება მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც ავტომწარმოებლები იღებენ მონაწილეობას. საუბარია, ელექტრონიკის მომხმარებელთა გამოფენა CES-ზე.
შეგახსენებთ, რომ დეტროიტის ავტო სალონი ან იგივე ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო სალონი 1899 წლის იანვრიდან იმართება. 2020 წელს გამოფენა კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმეს, 2021 წელს ღონისძიება რამდენჯერმე გადაავადეს, შემდეგ კი ისევ გააუქმეს.