LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს უძველესი სასწრაფო დახმარების მანქანა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

107
აშშ-ს უძველესი სასწრაფო დახმარების მანქანა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

1972 წლის სამედიცინო Cadillac გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ექიმების ჯგუფმა 9 დღის განმავლობაში აშშ-ს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაინაცვლა. კლასიკური „სასწრაფო“ ძველი „კადილაკის“ ბაზაზეა აგებული და აშშ-ს ტერიტორიაზე ექსპლუატირებულ სხვა სამედიცინო ავტომობილთა შორის უძველესად ითვლება. უჩვეულო მარათონის ფარგლებში მედიკოსებს უსიამოვნო ამინდის გაძლება მოუწიათ და ვინტაჟური ავტომობილიც ძალიან ხშირად ფუჭდებოდა.

მარათონის ორგანიზატორი ამერიკული საგანმანათლებლო ფონდი გახდა, ეს ფონდი მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების სწავლებითაა დაკავებული. ავტორბოლის ფარგლებში, რომელიც 9 დღე გრძელდებოდა, ექიმები ყველა მსურველისთვის ლექციებს ატარებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები