LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 145 წლის წინ ჩაძირული გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

108
fox-river-071425-7d2aeb58757b45a0a028c1ab31f28fed

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში მდინარე ფოქსის ფსკერზე შემთხვევით, 145 წლის წინ ჩაძირული ორთქლმავალი გემის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ადგილობრივი მკვლევრები ფოქსის მდინარეს იკვლევდნენ პროექტის ფარგლებში, რათა მდინარის ფსკერის რუკა შეედგინათ. მათ სურდათ ხომალდი Berlin City-ს ნარჩენები აღმოეჩინათ, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა გემს — L.W. Crane-ს მიაკვლიეს.

„აი, სწორედ ეს არის არქეოლოგიის ხიბლი — ხანდახან ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, რასაც არც კი ეძებდი!“ — განაცხადეს ვისკონსინის ისტორიულ საზოგადოებაში.

გემი L.W. Crane — ხის ორთქლმავალია, რომელიც 1865 წელს ბერლინში აშენდა. ის 1880 წელს დაიწვა და ჩაიძირა, თუმცა ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე არტეფაქტის დეტალური შესწავლა ვერ ხერხდება, რადგან წყალში ხილვადობა ძალიან ცუდია.

აღსანიშნავია, რომ არქეოლოგები 1870 წელს ჩაძირული Berlin City-ის ძიებას მომავალშიც გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები