ამერიკაში, ტენესის შტატში ხმაურიანი სკანდალი აგორდა: ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის გამოწერილი 40-ზე მეტი ჯარიმა გაუქმდა და თითოეული მათგანი ერთი და იმავე ადგილობრივი საგზაო ინსპექტორის მიერაა გამოწერილი. როგორც ტელეარხი WSMV 4 Nashville იტყობინება, პასუხისმგებლობა ერთ სამართალდამცველს ეკისრება.
საქმე ეხება ინსპექტორ ასა პერლს, რომელმაც წლების განმავლობაში 41 მძღოლი დააკავა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის ბრალდებით. თუმცა შემოწმებებმა სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა:
21 შემთხვევაში სისხლის ანალიზმა საერთოდ არ დაადასტურა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის კვალი;
კიდევ 20 მძღოლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო.
ინსპექტორმა პოლიცია 2024 წელს დატოვა, თუმცა მის პირად საქმეში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია მოქალაქეების უკანონოდ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
გამოცემა Carscoops აღნიშნავს, რომ ინციდენტმა ფართო დისკუსია გამოიწვია ალკოჰოლისა და აკრძალული ნივთიერებების ტესტირების მეთოდებთან დაკავშირებით. სხვადასხვა შტატში განსხვავებული პროცედურები გამოიყენება, რაც ყოველთვის ვერ ითვალისწინებს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც შესაძლოა ცრუ დადებით შედეგს იწვევდეს.
ამ ფონზე ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართვის ბრალდების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გარანტია სრული სიფხიზლეა და სამართალდამცველებისთვის მტკიცებულებების მოთხოვნა.