LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ავტომაგისტრალზე ასობით ათასი დოლარის ხურდა დაიყარა

105
This image provided by the Wise County Messenger shows an 18-wheeler that was hauling dimes after rolling over on U.S. 81/287 near Alvord High School, Tuesday, April 29, 2025 in Alvord, Texas. (Austin Jackson/Wise County Messenger via AP)

აშშ-ში, ტეხასის შტატის ხელისუფლება იძულებული გახდა ავტო მაგისტრალი მონეტებით სავსე სატვირთოს გადაბრუნების შემდეგ გადაეკეტა. ამის შესახებ The New York Times წერს.

18-საბურავიან სატვირთოს ახალგამოჭრილი ათცენტიანები გადაჰქონდა, მთლიანობაში 8 მილიონი დოლარის ეკვივალენტის. განთიადამდე ერთი საათით ადრე, მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და ავტომობილი გადაბრუნდა. ტვირთის ნაწილი მაგისტრალის ყველა ზოლზე მიმოიფანტა.

დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო მძიმე ტექნიკა მძლავრი საგზაო მტვერსასრუტით, ასევე ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც ნიჩბებით მუშაობდნენ.

„ჩემთვის ყველაზე სახალისო ის იყო, რომ ისინი 10 ცენტიანებს მძლავრი ვაკუუმ სატვირთოთი აგროვებდნენ, რომლებსაც როგორც წესი, წყლის ამოსატუმბად იყენებენ ხოლმე“, – განაცხადა დასახლების მერმა.

ორ ზოლზე მოძრაობის აღდგენა მხოლოდ 14 საათის გასვლის შემდეგ მოხერხდა.
რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს და დაცვის სამსახურის თანამშრომელს, ისინი მცირე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სახლებში გაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები