აშშ-ში გზის საკმაოდ დიდი მონაკვეთი სატვირთოს გადატრიალების გამო გადაკეტეს. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ სატვირთო ტკბილეულით იყო სავსე და აუარებელი რაოდენობის შოკოლადი და კარამელი პირდაპირ ტრასაზე აღმოჩნდა.
შემთხვევა გასულ კვირას ოჰაიოს შტატში მოხდა. ჩქაროსნული ტრასა ორი სატვირთოს დაჯახების შემდეგ გადაკეტეს. ავარიის შედეგად გზა ათასობით ყუთი შოკოლადითა და კარამელით იყო დაფარული.
ინციდენტი დილის 6 საათზე მოხდა და პროდუქტი იმდენად ბევრი იყო, რომ ხელისუფლებას მოძრაობის ალტერნატიულ მარშრუტზე გაშვება მოუწია. გზის გასაწმენდად მონაკვეთისკენ მეხანძრეები გაგზავნეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.