LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველაზე „საყვარელი“ და „საძულველი“ ავტომობილები დაასახელეს

108
ქირიას NEWS შაბლონი

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Consumer Reports ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე „საყვარელი“ და „საძულველი“ ავტომობილების სია შეადგინა. რეიტინგი ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლატფორმა Reddit-ზეც გაავრცელა. „საყვარლებში“ თითო-თითოდ ორი მოდელი მოხვდა Toyota-სგან, Lexus-ისგან და Rivian-ისგან, ხოლო „საძულველებში“ ერთბაშად ოთხი შედარებით ხელმისაწვდომი Mercedes-Benz აღმოჩნდა.

სტატუსი ავტომობილებს მფლობელთა გამოკითხვის საფუძველზე მიენიჭათ – მაქსიმალური კმაყოფილების ქულების მქონე მოდელები „საყვარლებად“, ხოლო მინიმალური შეფასების მქონენი „საძულველებად“ დასახელდნენ.

„საყვარელ“ ავტომობილებს შორის მოხვდა ელექტრომობილი BMW i4, სპორტული Mazda MX-5 Miata, Chevrolet Corvette და Ford Mustang GT. სიაში ასევე არიან იაპონური ჰიბრიდები Toyota Prius და Toyota RAV4, პრემიუმ-ჰიბრიდები Lexus ES 300h და Lexus NX 450h+, ასევე მძიმე ელექტრო მოდელები Tesla Cybertruck, Rivian R1S და Rivian R1T.

„საძულველ“ კატეგორიაში თითქმის ორჯერ მეტი – 19 მოდელი მოხვდა. განსაკუთრებით გამოირჩევა ოთხ-ოთხი წარმომადგენელი Nissan-ის (Nissan Sentra, Nissan Versa, Nissan Altima და Infiniti QX50) და Mercedes-Benz-ის (Mercedes-Benz C 300, Mercedes-Benz CLA 250, Mercedes-Benz GLA 250 და Mercedes-Benz GLB 250).

ორ-ორი მოდელი წარმოდგენილია Mazda-სგან (Mazda CX-70 PHEV, Mazda CX-90 PHEV), Toyota-სგან (Toyota bZ4X, Toyota Corolla Cross 2.0), Volkswagen-ისგან (Volkswagen Jetta, Volkswagen Taos) და Jeep-ისგან (Jeep Grand Cherokee 4xe, Jeep Compass 2.0).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები