LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin ”ფორმულა 1”-ს უბრუნდება

70

პოპულარული ბრიტანული ავტომწარმოებელი Aston Martin ”ფორმულა 1”-ში ბრუნდება, მართალია არასრული შემადგენლობის გუნდით, მაგრამ Red Bull Racing-ის სპეციალისტების დახმარებით.

ბრიტანული რბოლიდი RB12 მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ავსტრალიის გრანპრის გათამაშებაში, ხოლო Aston Martin-ისა და Red Bull-ის ერთობლივი თანამშრომლობით, შემდეგი წლიდან ბრიტანული ბრენდის სახელის ქვეშ ახალ რბოლიდს AM-RB 001-ს ვიხილავთ…

ახალ პროექტს Red Bull Racing-ის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადრიან ნიუ უხელმძღვანელებს, ხოლო დიზაინზე Aston Martin-ის მთავარი დიზაინერი მარეკ რეიხმანი იმუშავებს. ამასთანავე AM-RB 001-ის შექმნაზე, ბრიტანელებს ავსტრიული Red Bull Advanced Technologies გუნდის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიც დაეხმარება…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები