LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-ი ავტომოყვარულებს საშუალოძრავიან სუპერქარს წარუდგენს

23

კომპანია Aston Martin 2020 წლისთვის აპირებს საშუალო მონაცემების სუპერქარის გამოშვებას, ამის შესახებ ინფორმაციას საიტი – The Drive ავრცელებს.

ბრიტანული მარკის მთავარმა დიზაინერმა – მაერიკ რეიჰმანმა ინტერნეტ გამოცემას დაუდასტურა ინფორმაცია სამომავლო გეგმებისა და Aston Martin-ის საშუალო კლასის სუპერქარის შესახებ.

როგორც ცნობილია, ახალი ,,ლამაზმანის’’ აგებაში კომპანია გამოიყენებს ახალ ჰიბრიდულ ტექნოლოგიას, რომელიც ჰიპერქარის – AM-RB 001-ის წინა მოდელის კონცეფციას ემყარება.

ახალი მოდელი Aston Martin-ისა და Red Bull-ის თანამშრომლობით შეიქმნება, ხოლო მოდელის მთავარი ინჟინერი ცნობილი ავტოინჟინერი – ედრიან ნიუი იქნება.

,,ყველა ჩვენი ახალი მოდელი არის მისი კლასის წინა წარმომადგენლის გაგრძელება. ჩვენ ვაპირებთ გამოვუშვათ AM-RB 001-ი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც სუპერქარი’’, – აღნიშნა რეიჰმანმა.

ასტონ-მარტინის შეფ-დიზაინერმა განმარტა, რომ ახალი მოდელი პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჰიბრიდულ კონცეფციასთან.

მისივე განცხადებით, ახალი სუპერჰიბრიდი აღჭურვილი იქნება 12 ცილინდრიანი აგრეგატით, რომელიც 5.2 ლიტრიან ბიტურბო ძრავზე V12-ზე იმუშავებს. ეს უკანასკნელი DB11-ისთვის იქნა შემუშავებული და ამჯერად ახალ მოდელში იქნება გამოყენებული. ძრავს სიძლიერე შეადგენს 11.000 rpm-ს.

Red Bull-ისა და Aston Martin-ის საერთო სუპერჰიბრიდის პროტოტიპი ავტოასპარეზზე ივლისის დასაწყისში გამოჩნდა. ახალი მოდელის სავარაუდო ფასი 3.3 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები