კომპანია Aston Martin-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც უელსში თავის ახალ ქარხანას ეძღვნება. ამ ფაქტის აღსანიშნავად ფირმამ 28 სხვადასხვა მოდელი შეკრიბა, რომელთაგანაც ზოგიერთმა ჯიმხანაში მიიღო მონაწილეობა.
ახალ ქარხანაში ბრიტანული მარკა გეგმავს ქროსოვერი DBX ააწყოს, თუმცა მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, ტერიტორიაზე დარჩა რამდენიმე ცარიელი ანგარიც, რომლებიც წინათ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.
რგოლში მონაწილე ავტომობილების საერთო ღირებულება დაახლოებით 76 მილიონი ევროა.
გადაღებებში WEC-ის პილოტები – დარენ ტერნერი და ნიკი ტიიმი, ასევე Aston Martin-ის მთავარი მენეჯერი მეტ ბეკერი მონაწილეობდნენ.