კომპანია Aston Martin-მა სპორტქარ DB11-ის სპეციალური ვერსია წარმოადგინა, რომელიც ჰენლის სამეფო რეგატას ეძღვნება.
ავტომობილის ძარა Diavolo Red-შია შეღებილი, ხოლო სახურავსა და გვერდებზე ვერცხლისფერი ჩანართები აქვს. ინჟინრებმა ავტომობილის იერსახე ცოტათი შეცვალეს, მან წინა სპლინტერი და უკანა დიფუზორი მიიღო. კიდევ ერთი განმასხვავებელი – 20 დიუიმიანი გლუვი დისკებია.
კაპოტ ქვეშ ავტომობილს 5.2 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი აქვს, რომელიც 600 ცხენის ძალას ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 322 კილომეტრ/საათია, პირველ ას კილომეტრს კი 3,9 წამში კრებს.
ოფიციალური პრემიერა უკვე შედგა.
ჰენლის სამეფო რეგატა ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც ინგლისის ქალაქ ჰენლიში იმართება. რბოლის დისტანცია 2112 მეტრია. რეგატა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.