კომპანია Aston Martin მომხმარებლებს დაპირდა, რომ ახალ სპუერქარს Vulcan, რომელიც კომპანიამ თებერვალში წარადგინა წლის ბოლომდე ჩაუშვებს წარმოებაში. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ავტომობილი უკვე დილერებს ურიგდებათ.
ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ავტომობილი მიიღო Cleveland Motorsport გახლავთ, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ირკვევა, რომ კომპანიას ავტომობილი მომხმარებელმა შეუკვეთა და მასში 2,3$ მილიონი გადაიხადა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სხვა სუპერქარებთან შედარებით Vulcan უფრო ხელმისაწვდომია. ოფიციალურად მისი უშუალო კონკურენტის McLaren P1 GTR-ს ფასი 3,5$მილიონამდე შეადგენს, ხოლო Ferrari FXX K 2,7$ მილიონი.
აღსანიშნავია, რომ P1 GTR-სა და FXX K-ს მონათესავე ავტომობილები ჰყავს P1-ისა და LaFerrari-ს სახით, ხოლო Vulcan თავის გვარში ერთადერთი წარმომადგენელია. როგორც კომპანიის Aston Martin წარმომადგენელი აცხადებს, სუპერქარის ქალაქის ავტომობილად გადაკეთება ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან მსგავსი ცვლილებები დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს.
გარდა ამისა ბრიტანელებმა მომხმარებლეს აცნობეს ისიც, რომ მათ პირველი შოუ-რუმი გახსნეს აბუ-დაბიში, რომლის ოფიცალური მეწილეც არაბი შეიხი სურურო ბინ მუხამედ ალ ნახაიანი გახლავთ. სწორედ ამ შოუ-რუმის პრეზენტაციაზე იქნა წარმოდგენილი Vulcan-ის ერთ-ერთი ეგზემპლიარი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა დამსწრე საზოგადოებაში. შოუ-რუმი Etihad Tower-სის პირველ სართულზეა მოწყობილი.