LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატალანტა ვიღაც ვიგინდარა არ არის: ამბები მოკლედ

108
58033015_2953320268026334_6999692288884473856_o

„ტოტენჰემმა“, „არსენალმა“, „ჩელსიმ“ და „მანჩესტერმა“ პრემიელრიგის 35-ე ტურში ვერ მოიგეს. ვერცერთმა!

„ჩელსიმ“ პრემიერლიგის მატჩში სტანდარტულიდან ორი გოლი თითქმის ორი წლის შემდეგ გაუშვა. მაშინაც ‘ბარნლისგან“.

 

ნგოლო კანტემ მე-4 გოლი გაიტანა ამ სეზონში. წინა სამში 3 გოლი ქონდა.

 

ედენ აზარმა მე-13 საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლიდერობს. წინა სამ სეზონში 12 საგოლე პასი ქონდა.

 

ჯან პიერო გასპერინი: „ატალანტა გამოხტომა არ არის. ჩვენ გავიარეთ „იუვენტუსი“ თასზე და ტოპ 4-ში მოსახვედრად ვიბრძვით.“
ბერგამოს გუნდი უკვე 8 მატჩია არ აგებს.

„ატალანტამ“ ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა (20) იმ მატჩებში, რომელსაც აგებდა.

ტოპ 5 ლიგებში მარტო მესის გააქვს გასვლაზე უფრო მეტი, ვიდრე „ატალანტას“ ფორვარდ საპატას.

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა დრის მერტენსმა 105-ე გოლი გაიტანა ნეაპოლელთა შემადგენლობაში. მან გადაასწრო ედინსონ კავანის (104). მის წინ სამი ბომბარდირია: ჰამშიკი (121), მარადონა (115) და სალუსტრო (108).

 

„ტვენტე“ დაბრუნდა ერედივიზიონში გავარდნიდან ერთ წელიწადში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები