სტამბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას, სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათიდან შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.
როგორც ასაშვილმა აღნიშნა, ათათურქის აეროპორტი ნელ-ნელა ამუშავდა და ფრენები ნაწილობრივ უკვე აღდგა.
თბილისის სერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე მითითებული ფრენების განრიგის მიხედვით, თბილისის აეროპორტიდან რეისი ათათურქის აეროპორტში დღეს, 23:00 საათზე შესრულდება.
გუშინ ღამით, მომხდარი ტერაქტის გამო, თბილისის აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო.